geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მარიამ ცინდელიანი

მარიამ ცინდელიანმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულება  2023 წელს წარჩინებით, წითელ დიპლომზე დაასრულა და ბაკალავრიატის საფეხურზე ფაკულტეტზე ყველაზე რეიტინგული სტუდენტი გახდა.  

მაგისტრატურის საფეხურზე სწავლა მან თსუ-ში ასევე 100%-იანი დაფინანსებით, ბიოფიზიკის მიმართულებით განაგრძო, რომელიც ასევე წითელ დიპლომზე დაასრულა 2025 წელს. როგორც ბაკალავრიატის ისე მაგისტრატურის საფეხურზე, ყოველ სემესტრში იყო არაერთი კერძო და სახელმწიფო სტიპენდიის მფლობელი  კარგი აკადემიური მოსწრებისათვის.

მთელი სტუდენტობის პერიოდის განმავლობაში ახალგაზრდა ფიზიკოსი აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო, სტუდენტურ და საერთაშორისო კონფერენციებში, ასევე იყო სტუდენტთა ნაშრომების თანახელმძღვანელიც.

მარიამი ამჟამად არის ფულბრაიტის სტიპენდიატი, რომელიც დღეს  მაგისტრატურის საფეხურზე სამედიცინო ფიზიკის მიმართულებით Duke-ის უნივერსიტეტში, ჩრდილოეთ კაროლინას შტატში სწავლობს. Fulbright-ის პროგრამა მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ სტიპენდიად ითვლება. დიუკის უნივერსიტეტი  კი ამერიკის შეერთებული შტატების  ტოპ 10 უნივერსიტეტის ჩამონათვალში მე-7 ადგილზეა.  

ამერიკაში სწავლის გაგრძელებამდე მარიამი თოდუას კლინიკაში  სამედიცინო ფიზიკოსის პოზიციაზე მუშაობდა. იგი უზრუნველყოფდა  რადიაციულ უსაფრთხოებას მედპერსონალისა და პაციენტებისთვის, რეგულარულად აკონტროლებდა აპარატურის ხარისხს, მართავდა რადიოფარმპრეპარატებისა და რადიოაქტიურ ნარჩენებს ბირთვულ მედიცინაში,  ამ სფეროში ნერგავდა ახალ ტექნოლოგიებსა და პროტოკოლებს.

თარიღი: 09/10/2026